saqarTvelos qedebi - yviris qedi

 

ქედი მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხენა შენაკადი) და ინწრის (ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეების წყალგამყოფი. უმაღლესი მწვერვალია - ყვირა (2038 მ). ყვირის ქედი აგებულია ცარცული კირქვებით. ციცაბო კალთები დანაწევრებულია ღრმა კლდოვანი ხევ-ხეობებით. დამახასიათბელია კარნიზები და მრავალრიცხოვანი კარსტული ფორმები. სამხრეთ კალთაზე წიფლნარ-რცხილნარია, არის მუქწიწვიანებიც, ჩრდილოეთ კალთა შემოსილია ფართოფოთლოვანებით. მაღალ ნაწილში სუბალპური მდელოებია.